ალპური ტური სვანეთიდან რაჭაში

#ბუნებაში ამჯერად რაჭას ესტუმრა , თუმცა გადაწყვიტა არასტანდარტული მოგზაურობა, უფრო მეტი ექსტრემი და თავგადასავალი. ცოტა უცნაურია, მაგრამ რაჭის მოსანახულებლად ტური დაიწყო სვანეთიდან ))) ალპური პიკნიკი თუ გინდა  სწორედ ეს ბილიკი უნდა გაიარო.



ტური იწყება სვანეთიდან და რაჭაში გადადის ვაცისწვერის უღელტეხილით აქ ნახავთ მდინარე ცხენის წყლის სათავეს, დაბანაკდებით სასვანოს ალპურ ტბებთან, იხილავთ რიონის სათავეს და ბოლოს ჩამოხვალთ რაჭის ულამაზეს სოფელ ღებში.