ხევსურეთიდან გუდამაყარში

საქართველოს ბუნების სრული სიმდიდრე რომ შეიგრძნო აუცილებლად უნდა გქონდეს ეს ბილიკი გავლილი. ულამაზესი ტური ხევსურეთიდან გუდამაყრამდე.
ექსტრემითა და ემოციებით სავსე ბილიკი ფხიტურის უღელტეხილის გავლით. აქ წელიწადის ნებისმიერ დროს აუცილებლად  წინასწარ უნდა მოემზადო აღიჭურვო შესაბამისად და რაც მტავარია თბილად ჩაიცვა. დანარჩენს კი თავგადასავლისთვის და მეგობრების მოსაყოლად გარემო შემოგთავაზებს რომელსაც გაივლი.