ლომის მთა

 ულამაზესი ტურიდან ლომის მთაზე .
ლომის მთა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ნიკოლოზ რომანოვის სახელობის ტურისტულ ბილიკზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე.მწვერვალიდან ულამაზესი ხედები იშლება სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეებზე. კარგი ამინდის შემთხვევაში თოვლიანი კავკასიონის ხედებიც ჩანს.

ლომის მთის ბილიკი ქართველი მოგზაურების ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია ზამთარში. ბილიკზე აშენებულია ორი ხის კოტეჯი შეშის ღუმელითა და საწოლებით. 

ნაძვნარი ტყე, ფუმფულა თოვლი, ხის სახლი და თბილი ღუმელი. უკეთეს ადგილს ვერც იპოვით ზამთარში გემრიელი ძეხვეულის ასაშიშხინებლად და მეგობრებთან ერთად ბედნიერი მომენტების გასატარებლად.