ტობავარჩხილი

სეზონის ყველაზე ხანგრძლივი, რთული და ბედნიერი მომენტებით სავსე ტური. ამ ტურის სილამაზის აღწერა ერთ პოსტში შეუძლებელია უბრალოდ დაათვალიერეთ ფოტოები და თავად დარწმუნდებით. მოგზაურებმა 7 დღის განმავლობაში იხილეს სამეგრელოში, ეგრისის ქედზე მდებარე 6 ტბა : ცაშკიბულის ტობავარჩილი, დიდი ტობა ანუ ჭითაგვალაშ, დიდღალი, კალიაში, წაქაშწყარი და ლაკუმურაში. 



7 დღის განმავლობაში მოგზაურებს გემრიელ შესვენებებს, პიკნიკებსა და პატარ-პატარა წახემსებებს მეგზურობას უწევდა ჩვენი უკვე მოგზაურად წოდებული ძეხვი „მონადირული“ და „ლუდისთვის“.