ლიდერფუდმა ახალი საწარმო გახსნა

12 თებერვალს საქართველოს პირველმა ვიცე-პრმიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლიდერფუდის ახალი საწარმო ოფიციალურად გახსნა.

აღსანიშნავია, რომ საწარმო რომლის მშენებლობაც გასულ წელს დასრულდა, მდებარეობსმცხეთაში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში , რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაში. საწარმოს სრული ფართი შეადგენს 1 ჰექტარს და  დასაქმებულია 550 ადამიანზე მეტი.

თანამედროვე საწარმო აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური საწარმოო დანადგარებით რომლის საშუალებით, კომპანია ევროპული სტანდარტების სრული დაცვით აწარმოებს პროდუქციას. „ლიდერფუდი“  დღეისათვის ხორცით მარაგდება გერმანიიდან , მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ხორცის მომწოდებლისგან „ტონიში“ რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბაზრის უსაფრთხო პროდუქციის მომარაგების კუთხით. ახალ საწარმოში გადასვლის შემდეგ კომპანიამ დაიწყო სურსათის უვნებლობის, მენეჯმენტის სისტემების შემუშავება და დანერგვა, რაც გულისხმობს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების, კერძოდ: FSSC 22000:2005 მიღებას, რომელიც აერთიანებს ISO 22000, ISO 22002.1, ISO 9001 სერტიფიკატებს.

კომპანია გაზრდილი საწარმოო შესაძლებლობიდან გამომდინარე   გეგმავს გაზარდოს ადგილობრივი, ქართული ხორცის წილი წარმოებაში, რაც ქართველი ფერმერების საქმიანობის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

შპსლიდერფუდი“  საქართველოს ეკონ­ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამისაწარმოე საქართველოშიფარ­გლებში ფინანსური კომპო­ნენ­ტით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა­ფი­ნა­ნსებას სსიპაწარმოე საქართველოშიგანახორციელებს. სააგენტოსაწარმოე საქართველოშიხელშეწყობით განხო­რციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  22  მილიონ ლარს  შეადგენს. საიდანაც კომპანია ლიდერფუდის შიდა ინვესტიცია 17 მილიონი ლარია.

ლიდერფუდმა ახალი საწარმო გახსნა

12 თებერვალს საქართველოს პირველმა ვიცე-პრმიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლიდერფუდის ახალი საწარმო ოფიციალურად გახსნა.