დედოფლისწყარო - არწივის ხეობა

პროექტის შემდეგი ლოკაცია ბედნიერი მომენტებისთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. ჩვენი მოგზაურები გასულ კვირას ესტუმრნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს და მოინახულეს სამი მთავარი ღირსშესანიშნავი ობიექტი: არწივის ხეობა, ელიას მთა და ხორანბუჯის ციხე. 1. არწივის ხეობა: გარემოსაგან განსხვავებული და გამორჩეული კანიონი, რომელიც ეკუთვნის ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს. სულ რაღაც 2 კილომეტრიან კანიონში შეგიძლიათ ნახოთ ისეთი ლოკალური ენდემური სახეობის მცენარეები, რომელიც არათუ მსოფლიოს სხვა ქვეყანაში ან საქართველოს სხვა კუთხეებში, არამედ თვით კახეთის სხვა მხარეშიც არ გვხვდება. 


Image may contain: sky, outdoor and nature
არწივის ხეობა იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისათვის (Birdwatching) 2. ელიას მთა: გაშლილ ველზე ამოზრდილი კლდოვანი მასივი და ამ კლდეზე შეზრდილი ეკლესია. მთიდან დიდებული ხედები ამწვანებულ შირაქის ველზე თავისი დავარცხნილ-დამუშავებული ხორბლის ყანებით. 3. ხორნაბუჯის ციხე: იგივე ჭოეთის ან თამარის ციხე. ხორნაბუჯი კახეთის, ჰერეთისა და ერთიანი საქართველოს სამეფოების ერთ-ერთ უმსხვილეს ციხე-ქალაქს წარმოადგენდა. სხვადასხვა პერიოდებში საუკეთესოდ გამაგრებული ციხის აღება მხოლოდ მონღოლთა ბერქა-ყაენმა, შაჰ-აბასმა და გიორგი სააკაძემ შეძლეს. ციხიდან დიდებული ხედი იშლება ალაზნის ველსა და კახეთის კავკასიონზე. აღნიშნული ღირსშესანიშნაობების მონახულებისათვის საუკეთესო პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა. #ბუნებაში

ბუნებაში ბედნიერი მომენტებისთვის

ლაშქრობისა და სათავგადასავლო ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით , კომპანია ლიდერფუდმა დაიწყო პროექტი სახელწოდებით #ბუნებაში.

რაჭა-უძირო ტბა

#ბუნებაში რაჭიდან. თავგადასავლების მაძიებლები ამჯერად რაჭას ესტუმრნენ და მოინახულეს მწვერვალები კატიწვერა და დოლომისი

ალპური ტური სვანეთიდან რაჭაში

ალპური ტური თავგადასავლების მოყვარულებისთვის. საიდანაც ნახავთ მდინარე ცხენის წყლის სათავეს, სვანეთიდან რაჭაში გადახვალთ ვაცისწვერის უღელტეხილით

ტობავარჩხილი

მოგზაურებმა 7 დღის განმავლობაში იხილეს სამეგრელოში, ეგრისის ქედზე მდებარე 6 ტბა : ცაშკიბულის ტობავარჩილი, დიდი ტობა ანუ ჭითაგვალაშ, დიდღალი, კალიაშ...

მომენტები ჯუთადან როშკამდე

2 დღიანი ლაშქრობა ჯუთადან(ხევი) როშკამდე(ხევსურეთი). ჭაუხის თოვლიანი უღელტეხილის (სიმაღლე 3338 მ) გავლით. მოლაშქრეები დაბანაკდნენ ჭაუხების მასივის ...

ხევსურეთიდან გუდამაყარში

ულამაზესი ტურით ხევსურეთიდან გუდამაყრამდე, ფხიტურის უღელტეხილის გავლით. საკმაოდ ექსტრემალური და ემოციებით სავსე ბილიკი.

დედოფლისწყარო - არწივის ხეობა

ჩვენი მოგზაურები გასულ კვირას ესტუმრნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს და მოინახულეს სამი მთავარი ღირსშესანიშნავი ობიექტი: არწივის ხეობა, ელიას მთა...

გარეჯის უდაბნო

მრავალწყაროს უდაბნო (გარეჯის უდაბნო), იგივე მრავალწყაროს ფერადი მთები. ცარცულ პერიოდში, ამ ადგილებში მდებარეობდა ზღვა ან ტბა.

ხვამლის მთა-ლეჩხუმი

ლეჩხუმში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია სამხრეთ–დასავლეთ საზღვარზე აღმართული ხვამლის მთა, რომელიც გადაჭიმულია 19–15 კმ-ზე .

ლებარდეს დიდი და პატარა ტობავარჩხილი

პროექტი #ბუნებაში აგრძელებს საქართველოს გაცნობას , ამჯერად გთავაზობთ სამეგრელო-ქვემო სვანეთს, კერძოდ ლებარდეს დიდ და პატარა ტობავარჩხილს.