სალაშქრო სეზონის გახსნა 2018

ესეც რამდენიმე ფოტო სალაშქრო სეზონის გახსნიდან, რომელიც გასულ კვირას რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ცივი და წვიმიანი ამინდის მიუხედავად უამრავმა მოლაშქრემ მოიყარა თავი. გახსნის ღონისძიებამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა, მოლაშქრეები საკუთარ კარვებთან ანთებდნენ კოცონს, ასევე შეეძლოთ ჩვენი გემრიელი ჰოთ-დოგების დაგემოვნება. Green Zebra • მწვანე ზებრა-ს მოლაშქრეებმა რამდენიმე სახალისო გათამაშებაც მოაწყვეს და სიმბოლური საჩურებით დააჯილდოვეს გამარჯვებულები.